მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომხმარებლისგან, ვისზეც სპეცრეჟიმი არ ვრცელდება, პიკური მოხმარება დაფიქსირდა... [შეწყვეტის] რისკი არ არსებობს“ - GWP

GWP

მივმართავთ მოსახლეობას, ვისთანაც არ მისულა შეტყობინება სპეციალურ რეჟიმის შესახებ, მათზე ეს რეჟიმი არ ვრცელდება და შეუძლიათ წყლის მოხმარება ისე გააგრძელონ, როგორც აქამდე, - ამის შესახებ კომპანია GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ განაცხადა. კომპანიის წარმომადგენლები დღეს თბილისის მერს და მის მოადგილეს შეხვდნენ.

როგორც გიგა ნადირაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პირველადი მონაცემებით, სამუშაოები ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დამთავრდება. მისივე თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

გიგა ნადირაძის განცხადებით, ტექნიკის და რესურსის მობილიზაცია გაცილებით სწრაფად მოხდა, ვიდრე დაანონსდა, ამიტომ სამუშაოები მაქსიმალური ძალებით, გუშინ, 23:00 საათიდან დაიწყო.

„რაც შეეხება მომხმარებლებს, მაგისტრალი ამარაგებდა 110 ათას მომხმარებელს, დაზიანების პირველივე საათებში ჩვენ მოვახდინეთ ქსელის ოპერირების კონფიგურაციის ცვლილება. რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ 110 ათასიდან მომხმარებლის რიცხვი შეგვემცირებინა 63 ათასამდე. მათთან მიმართებით დაწესებულია სპეციალური რეჟიმი და მომხმარებელს მივაწოდეთ ინფორმაცია როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში, ისე SMS-ების სახით. ასევე გავაზიარეთ ეს ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებების საშუალებით, თუ რა პერიოდში ვინ მიიღებდა წყალს. სპეციალური რეჟიმი ეხება მხოლოდ 63 ათას აბონენტს, მათ, ვინც მიიღო სპეციალური შეტყობინება. რამდენჯერმე დაფიქსირდა პიკურზე მაღალი მოხმარება, რაც გამოწვეულია იმით, რომ მომხმარებელი, რომელზედაც არ ვრცელდება სპეციალური რეჟიმი, შეიძლება მათაც დაუდგეთ წყალმომარაგების პრობლემა. მსგავსი რისკი არ არსებობს. ვისთანაც შეტყობინება არ მისულა, მათზე ეს რეჟიმი არ ვრცელდება“, - თქვა გიგა ნადირაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები