მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი გუნცაძე დაინიშნა

მომსახურების სააგენტო

"ოცნების" მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გიორგი გუნცაძე, წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილა. გელა გელაძემ, მოადგილე გიორგი ბუთხუზთან და ახალ ხელმძღვანელ გიორგი გუნცაძესთან ერთად, სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტი დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გიორგი გუნცაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურა და ადგილზე იქნა შეფასებული სააგენტოს მიერ მოქალაქეებს ნებადართული სერვისები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები