მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მონაკო, სან-მარინო... - ქვეყნები, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ

232

გაეროს მონაცემებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წლისთვის 71 წელს გადააჭარბა, რაც ძირითადად ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებით არის განპირობებული.

2022 წელს მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72 წელი იყო და, სავარაუდოა, რომ 2025 წელს დაახლოებით 73 წელს გადააჭარბებს.

გაეროს რეიტინგით, რომელიც 2024 წლის მონაცემებს ეყრდნობა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 86.5 წელი მონაკოში ფიქსირდება.

სიცოცხლის ხანგრძლივობით TOP 10 ქვეყანა შემდეგია:

  1. მონაკო - 86.5 წელი
  2. სან-მარინო - 85.8 წელი
  3. ჰონგ-კონგი - 85.6 წელი
  4. იაპონია - 84.8 წელი
  5. სამხრეთ კორეა - 84.4 წელი
  6. სენ-ბართელმი - 84.4 წელი
  7. საფრანგეთის პოლინეზია - 84.2 წელი
  8. ანდორა - 84.2 წელი
  9. შვეიცარია - 84.1 წელი
  10. ავსტრალია - 84.1 წელი

რაც შეეხება საქართველოს, 231 ქვეყანას შორის ის 123-ე პოზიციაზეა. საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, 74.9 წელი იყო. ქალების შემთხვევაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას 79.3 წელია, ხოლო კაცების 70.5 წელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები