მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მონაკოში, ფესტივალზე Salon Monte Carlo Gastronomie ქართული ღვინის 10 კომპანია იყო წარმოდგენილი

Salon Monte Carlo Gastronomie

ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Le Pont Caucasien მხარდაჭერით, მონაკოში, გასტრონომიისა და ღვინის ფესტივალზე Salon Monte Carlo Gastronomie ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე 10 ქართული ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი.

რიგით 28-ე ფესტივალი ოთხ დღის განმავლობაში გაგრძელდა და მას ათასობით სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ღვინის მომხმარებლები, კომერციული სექტორის და HoReCa-ის წარმომადგენლები. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ 10 ქართული ღვინის მწარმოებლისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს გასცნობოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მისი მთავარი მიზანი, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებაა არა მხოლოდ მონაკოში, არამედ საფრანგეთშიც.

სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტირებულია 119 ათასი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 80%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები