მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი არ არის - TBC Capital

62e923b5ca6bb
გიორგი თოლორდავა
02.08.22 16:46
637
თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტისგან განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ხვალ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ლარის კურსს რაც შეეხება, ძლიერი წმინდა შემოდინებები ჩვენი მოლოდინების შესაბამისია, თუმცა საბაზო სცენარში სებ-ის მხრიდან უფრო მეტ ინტერვენციებს და შესაბამისად, ნაკლებ გამყარებას ვვარაუდობდით.

ეს სცენარი თანხვედრაშია ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებასთან და წლის ბოლოსაკენ მის შემცირებასთან“, - წერია ანგარიშში.

TBC Capital-ის შეფასებით, აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ვალუტის ადგილობრივ დეპოზიტებზე მნიშვნელოვანი გადაცემა არ მოჰყოლია.

„ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრების მიუხედავად, მნიშვნელოვანი გადაცემა ვალუტის ადგილობრივ დეპოზიტებზე არ ფიქსირდება. უფრო მეტიც, ივნისში გარკვეულ შემცირებასაც კი ჰქონდა ადგილი.

იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო სექტორის უცხოური ვალუტის ლიკვიდობა გაიზარდა და საბანკო სექტორში ლარიზაცია პრიორიტეტად რჩება, რაც ასევე თვალსაჩინოა ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებულ სპრედებს შორის განსხვავებაში, სულ მცირე წელს, შესაძლოა ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები საერთოდ არც გაიზარდოს. ამავდროულად, გადაცემა აშკარაა არარეზიდენტების მიერ ლარის სახელწიფო ფასიანი ქაღალდების ფლობის მაჩვენებელში, რომელიც დიდწილად დოლარში გაზრდილი განაკვეთის გამო ივნისში დამატებით შემცირდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები