მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონეტარული პოლიტიკის შერბილების შედეგად მისო-ები სასესხო პორტფელის ზრდას ელიან

ლარი

რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ფონზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილში სასესხო პორტფელის ზრდას ელიან. “ემბისისგენერალური დირექტორის, გია პეტრიაშვილის  განცხადებით, მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ და რუსეთ-უკრაინის ომმა ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა შეამცირა.

წლების განმავლობაში პორტფელის მაღალი ზრდა გვქონდა. შარშან ეს 20%-ზე მეტი იყო. წელს შარშანდელი მაღალი ზრდის ტემპი არ შენარჩუნდა და სესხების პორტფელის ზრდის ტემპი შემცირდა, განახევრდა. ფაქტორი ბევრია: როცა მეზობელ ქვეყანაში ომია, რაც გარკვეულ არასტაბილურობას ქმნის, ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, მცირე მეწარმეები სესხების აღებას ერიდებიან. ზრდის ტემპის შენელებას ასევე ხელი შეუწყო რწფინანსირებუსმაღალმა განაკვეთმა, რამაც სესხები გააძვირა”,-განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

გია პეტრიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკის შერბილების შედეგად, ინფლაცია მაღალი ტემპით არ გაიზარდოს და ეკონომიკურ აქტივობას ხელი არ შეეშალოს.

"ახლა ველოდებით, რომ პოლიტიკის შერბილება არ გამოიწვევს ინფლაციის მკვეთრ ზრდას  და  ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაზრდას. ამით სესხები გაიაფდება, პორტფელის ზრდის ტემპი დაჩქარდება”,-აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.