მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moody's-ი 2024 წელს საქართველოში 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

მუდისი moody's

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ი 2024 წელს საქართველოში 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში, რომლითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესდა. თუმცა უცვლელია რეიტინგის დონე და ის კვლავ Ba2-ია.

Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს 2022 წლის აპრილში განაახლა, რა დროსაც რეიტინგის მოლოდინი სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, გაუარესებულ საინვესტიციო მოლოდინებს უკავშირდებოდა.

პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა. რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციონალური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა. სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5%-ის დონეზეა მოსალოდნელი.

სააგენტოს მოლოდინით, ფისკალური სტაბილურობა მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას. დადებითად არის შეფასებული ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაღმავალი ტენდენცია და მიჩნეულია, რომ ეს არა დროებითი, არამედ სტრუქტურული გაუმჯობესებაა, რაც ერთი მხრივ მაღალი ფისკალური დისციპლინის, ხოლო მეორე მხრივ, გატარებული რეფორმების შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები