მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოქალაქეები აცრას covid-ის გადატანიდან 30 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 120 დღისა - გამყრელიძე

60f6a747e3ff9
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.21 15:09
719
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ განცხადებით, მოქალაქეები აცრას covid-ის გადატანიდან 30 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 120 დღისა.  როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, მინისტრის შესაბამის ბრძანებას მიმდინარე კვირაში მოწერება ხელი.

NCDC-ის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ წესის შეცვლა სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელს გაზრდის.

მისივე ინფორმაციით, ექიმებში უფრო მეტია ვაქცინირებულ, ხოლო დამხმარე სამედიცინო პერსონალში აცრილთა რაოდენობა შედარებით ნაკლებია.

„დღეს აცრილია 7 000 ექიმი, მომუშავე 18 000 ექიმიდან ანუ 30%. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ სამედიცინო პერსონალი პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა - 65 000-დან 33% ინფიცირებული იყო. აცრა ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ არის დაშვებული, მაგრამ ამ კვირაში ეს შეიცვლება და 30 დღემდე ჩამოვა, ამიტომ ყველას შეეძლება უფრო სწრაფად აცრა. მინისტრის ბრძანებას ხელი ამ კვირაში მოეწერება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები