მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ორ ლოკაციაზე იკრიბებიან. საპროტესტო აქცია იწყება პარლამენტთან და "ქართული ოცნების" ოფისთან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 18:00-საათიან ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს.
სამოქალაქო აქტივისტები და პროევროპული პარტიები მოქალაქეებს მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისკენ და ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებისკენ. მოწოდებებია Facebook-ჯგუფ "დაიტოვეშიც".
პარალელურად, პრეზიდენტი საგანგებო რეჟიმში ხვდება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.