ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების 5 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 5 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 1,488,960 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალურმა კონტროლიორებმა 74,400-მდე ჯარიმა დაწერეს.