მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებს ჭარბად მიეწოდება არასწორი ინფორმაცია, რაც ფაქტსა და წარმოსახვას შორის განსხვავებას ართულებს - პაპუაშვილი

პაპუაშვილი
BM. GE
29.09.23 12:25
41

„ბოლო პერიოდში სახეზეა დეზინფორმაციული კამპანიის მატება, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციას და სიმართლის დამახინჯებას ისახავს მიზნად", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, დეზინფორმაცია ველური ხანძარივით ვრცელდება სოციალური მედიის პლატფორმებზე, რა დროსაც ალგორითმები  სიზუსტის ნაცვლად პრიორიტეტს ინტერაქციას ანიჭებენ. შედეგად, მცდარმა ინფორმაციამ რამდენიმე წამში შეიძლება მიაღწიოს მილიონებამდე, რაც მანიპულაციისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

„უფრო მეტიც, ფარული საგარეო ინტერვენცია უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას და ამით დემოკრატიული პროცესების დაზიანებას. მათი მიზანია ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, უთანხმოების გაღვივება, მოქალაქეების დაბნევა და დემოკრატიული საფუძვლების შესუსტება. მათი ტაქტიკა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებიდან მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გათვლილი მავნე და შეფარული კამპანიების წარმოებამდე მერყეობს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, არჩევნების დროს ეს საფრთხეები დღის წესრიგში უფრო მეტი სიმწვავით დგება.

„დეზინფორმაციის და საგარეო ჩარევის შემთხვევაში იკარგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეა. მოქალაქეებს ჭარბად მიეწოდება არასწორი ინფორმაცია, რაც ფაქტსა და წარმოსახვას შორის განსხვავებას ართულებს. საარჩევნო პროცესში ნდობა ნაკლებია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების ილუზიის ქვეშ ყოფნას და შესუსტებულ დემოკრატიას.  საქართველოსთვის ეს გამოწვევა უცხო არ არის. დემოკრატიას ჩვენს რეგიონში მყიფე ფესვები აქვს, დღეს კი უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აღნიშნული გამოწვევა, ერთი მხრივ, შედგება საგარეო პოლიტიკური წნეხისგან და ჩარევისგან, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკაში რადიკალიზმისა და პოპულიზმისგან. ეს ტენდენცია უკვე ნათელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები