მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში" - შსს ცრუ შეტყობინებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი. შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, შეცდომაში არ შევიდნენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საპატრულო პოლიციის ცენტრის ცხელ ხაზზე, არაერთი ზარი შევიდა და მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონულ ფოსტაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით შეტყობინებები მიიღეს.

"საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შემოვიდა, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.

მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.

ასევე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები