33-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს უძრავი ქონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაი მეტკლაფი თანამდებობას ტოვებს.
როგორც ჩანს, 56 წლის ბანკირმა პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა და მენეჯერული პოზიციიდან გადადგომის განცხადებას უკვე მოაწერა ხელი.
მეტკლაფის ხელმძღვანელობით Morgan Stanley ამერიკული უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ იქცა და სწორედ მისი ჩართულობით ბანკმა ახალი მიმართულების განვითარება შეძლო.
კოლეგები მეტკლაფს აფასებენ როგორც პროფესიონალს, რომელსაც პატივს სცემდა უძრავი ქონების სექტორში წარმოდგენილი ყველა გავლენიანი პირი.