მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მორიგ ტენდერზე რომ "ჩალიჩობთ", იმაზე იფიქრეთ, მთელი ბიზნესი უკან არ დაგრჩეთ" - ნიკა შურღაიას რჩევა

ნიკა შურღაია

ქუნჯუთის თესლს საზამთროს ნუ გადააყოლებთ“ - ფინანსისტი და ბიზნესის მრჩეველი ნიკოლოზ შურღაია ჩინურ ანდაზას იშველიებს და ქართველ ბიზნესმენებს ურჩევს, შიში დაძლიონ.

ფინანსისტის შეფასებით, ბიზნესმენები ჭკვიანი ხალხია და თუ მოინდომებენ სიმართლისთვის შეხედვას, დაინახავენ კიდეც რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ბევრი უკვე ხედავს, უბრალოდ, ვერ მოუფიქრებია რა გააკეთოს“, - აღნიშნა მან.

მორიგ ტენდერზე რომ ჩალიჩობთ“, იმაზე იფიქრეთ, მთელი ბიზნესი უკან არ დარჩეთ“, - მიმართა ბიზნესმენებს ნიკოლოზ შურღაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ, რა ხდება ქვეყანაში.

ხალხ, დაუფიქრდით კარგად, შეხედეთ თქვენს ბიზნესებს, როგორ მიგდით საქმე, ვიდრე დაიჯერებდეთ სახელმწიფოს განცხადებებს და გარშემო სიტუაციას დააკვირდით, საკმაოდ გამჭრიახი ხალხი ხართ. ასეთი ჩინური ანდაზაა - „ქუნჯუთის თესლს საზამთროს ნუ გადააყოლებთ“. აი, მორიგ ტენდერზე და მორიგ სამშენებლო პროექტზრომ ფიქრობთ და ჩალიჩობთ“, იფიქრეთ, მთელი ბიზნესი უკან არ დარჩეთ... სეთი ხელისუფლებები როგორ ვითარდება ხოლმე, გვერდზე მიიხედ-მოიხედეთ სხვადასხვა ქვეყნებს გადახედეთ და შეგიძლიათ, დაინახოთ. იმაზე იფიქრეთ, რაზედაც თქვენი ბიზნესი დგას, რომც არ წაგართვან, აი, [თქვენი] შემოსავლების წყაროებს ხვალ რა დაემართებათ და მერე იფიქრეთ, შეშინდეთ და მიყვეთ ამ დინებას, თუ იფიქროთ, როგორ შეეწინააღმდეგოთ ან იფიქროთ, როგორ აარიდოთ თავი ამ მოძალადეების დაყოლას. აი, ამას გირჩევთ მე“, - მიმართა ბიზნესმენებს ნიკოლოზ შურღაიამ.

„წერტილთან“ ინტერვიუში ნიკოლოზ შურღაიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიშის დაძლევაზე და ბიზნესის პასუხისმგებლობაზე. მისი თქმით, შიში და სიყვარული შეუთავსებელია“ და ვისაც სამშობლო უყვარს, მან უნდა იფიქროს არა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ სიმართლის ხმამაღლა თქმაზეც.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას, თითქმის ერთწლიანი უწყვეტი პროტესტის პირობებში, ფინანსისტმა აღნიშნა, რომ ის სკეპტიკურად უყურებს ოფიციალურ სტატისტიკას იმის თაობაზე, რომ 8 თვეში ეკონომიკა თითქმის 8%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები