პარლამენტში უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. პლენარულ სხდომაზე ბექა ლილუაშვილის სიტყვით გამოსვლას დროს მას უმრავლესობის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა, რის შემდეგაც მას მმართველი პარტიის ერთ-ერთი დეპუტატი მიუახლოვდა და ფიზიკურად დაემუქრა.
დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ ანრი ოხანაშვილი, დაჩი ბერაია, გოდერძი ჩანქსელიანი.
უნდა აღინიშნოს, რომ პლენარული სხდომის დაწყების შემდეგ დეპუტატებს შორის ეს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.