საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ 2025 წელს ფიქსირებული ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების შედეგების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სტატისტიკის თანახმად, აბონენტთა რიცხვი წლიურად 5%-ით გაიზარდა და 1,136,036-ს მიაღწია, რაც ძირითადად რეგიონებში ფიქსირებული ინტერნეტის მიწოდების დაფარვის გაუმჯობესებას უკავშირდება. კომპანიების შემოსავლებმა კი 453.7 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 8.3%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის თანახმად, შემოსავლების მატება აბონენტთა რიცხვის ზრდას აჭარბებს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ გასულ წელს უმსხვილესმა ოპერატორმა ტარიფის 3 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
კომპანიებს შორის ყველაზე მეტი 536 ათასი აბონენტი "მაგთის" ჰყავს, მეორე ადგილზეა "სილქნეტი" 380 ათასი აბონენტით, მესამე პოზიციას კი "სქაიტელი" იკავებს 80 ათასი აბონენტით.
ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის შედეგები 2025 წელს:
| კომპანია | აბონენტთა რიცხვი | შემოსავლები 2025 წელს | შემოსავლების ზრდა კლება წ/წ | საშუალო თვიური შემოსავალი ერთი აბონენტიდან |
| მაგთიკომი | 536,495 | 201,439,171 ლარი; | 5.3% | 31.3 ლარი; |
| სილქნეტი | 380,645 | 148,909,462 ლარი; | 5.8% | 32.6 ლარი; |
| სქაიტელი | 80,238 | 28,056,271 ლარი; | 11.4% | 29.1 ლარი; |
| ახალი ქსელები | 48,475 | 12,505,307 ლარი; | -0.1% | 21.5 ლარი; |
| აილინკ | 18,184 | 5,215,513 ლარი; | 8.8% | 23.9 ლარი; |
რეგიონების მიხედვით ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რიცხვი ასე ნაწილდება:
- თბილისი: 483 ათასი აბონენტი
- აჭარა: 131 ათასი აბონენტი
- იმერეთი: 117 ათასი აბონენტი
- ქვემო ქართლი: 102 ათასი აბონენტი
- კახეთი: 69 ათასი აბონენტი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი: 66 ათასი აბონენტი
- შიდა ქართლი: 61 ათასი აბონენტი
- სამცხე-ჯავახეთი: 45 ათასი აბონენტი
- მცხეთა-მთიანეთი: 27 ათასი აბონენტი
- გურია: 22 ათასი აბონენტი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 3.6 ათასი აბონენტი.
რაც შეეხება ტექნოლოგიებს, პირველ ადგილზეა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი 1.07 მილიონი აბონენტით, მეორე პოზიციას იკავებს Wi-Fi 95 ათასი აბონენტით, მესამეზე კი XDL ტექნოლოგიაა 10 ათასი აბონენტით.



























