მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 78%-ისთვის მნიშვნელოვანია, "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის სატელევიზიო დებატები შედგეს - კვლევა

სსსს
13.09.24 23:25
621

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 78%-ს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის სატელევიზიო დებატები შედგეს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები