მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის რა ნაწილს აქვს კომპიუტერი/მობილური?

კომპიუტერი

შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2024 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში კომპიუტერით შინამეურნეობების 57.6%-ია უზრუნველყოფილი.

აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 66.2% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 45.8%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად - 69.6 და 69.4% შეადგინა.

15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში კომპიუტერის მომხმარებელთა 72.9% კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 17.9% - კვირაში ერთხელ მაინც, 9.2% კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.

ამასთან გამოკვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90.8% ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 93.4 და 86.6% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები