ბრიტანულმა საინჟინრო გიგანტმა, Rolls-Royce-მა დღეს გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშში რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა, რამაც კომპანიის აქციების შეფასება ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა.
კომპანიის წლიური საოპერაციო მოგება 40%-ით გაიზარდა და 3.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი აღემატება. შემოსავლების ზრდა ძირითადად განპირობებულია ავიამშენებლობის სექტორში ძრავებზე მოთხოვნის მკვეთრი მატებითა და ენერგეტიკული სისტემების ეფექტური მუშაობით.
სამოქალაქო ავიაციის მიმართულებამ განსაკუთრებული შედეგები აჩვენა, სადაც ფრენის საათების რაოდენობამ პანდემიამდელ ნიშნულს 11%-ით გადააჭარბა, რამაც ძრავების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები გაზარდა.
გარდა ამისა, კომპანია დიდ სარგებელს ნახულობს ხელოვნური ინტელექტის ბუმისგან, რადგან მისი ენერგეტიკული სისტემები კრიტიკულად მნიშვნელოვანია მონაცემთა ცენტრების ენერგომომარაგებისთვის.
საერთო ჯამში, ამ წარმატებამ Rolls-Royce-ს საშუალება მისცა, აქციების გამოსყიდვის მასშტაბური პროგრამა და ინვესტორებისთვის დივიდენდების აღდგენა დაეანონსებინა.
კომპანიის სამომავლო პროგნოზები კიდევ უფრო ამბიციურია და 2026 წლისთვის საოპერაციო მოგების 4-დან 4.2 მილიარდ გირვანქამდე ზრდას ითვალისწინებს.
საერთო ჯამში, Rolls-Royce Holdings-ის შეფასება 120%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად 156 მილიარდ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია საინჟინრო კომპანიას უკავშირდება და არც ავტომწარმოებელ Rolls-Royce Motor Cars-ს, რომელიც გერმანული BMW Group-ის საკუთრებაშია და ბირჟაზე დამოუკიდებლად არ არის წარმოდგენილი.




























