მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსამართლე დათანხმდა, ტრამპმა შემცირებული გირაო, $175 მილიონი, გადაიხადოს - BBC

ტრამპი

მოსამართლე დათანხმდა ტრამპმა შემცირებული გირაო $175 მილიონის ოდენობით გადაიხადოს - ამის შესახებ BBC წერს.

საქმე ის არის, რომ დონალდ ტრამპს 464 მილიონი დოლარის გირაო უნდა გადაეხადა, რომლის ვადა დღეს იწურებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, შეჩერდეს სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება და მისცა ათი დღე, რომ გადაიხადოს შემცირებული გირაო 175 მილიონი დოლარის ოდენობით.

"მე დიდ პატივს ვცემ გადაწყვეტილებას,” - თქვა ტრამპმა.

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ნიუ-იორკის ხელისუფლებას შეეძლო, დაეწყო მისი საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღება.

გასულ კვირას მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ტრამპი ვერ შეძლებდა 464 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაფარვას, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ფინანსურ კომპანიას მიმართა დახმარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებში ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო სამოქალაქო თაღლითობის საქმეში. ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპის ბიზნესი არ ადეკლარირებდა შემოსავალს და შესაბამისად, არ იხდიდა გადასახადებს. რის გამოც აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ჯარიმა დაეკისრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები