მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსავლის მართვის კომპანიამ დასეტყვილი ყურძენი კგ ლარად ჩაიბარა - სამინისტრო

რთველი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასეტყვილ ყურძენს მოსავლის მართვის კომპანია 2 ლოკაციაზე იბარებდა და მევენახეებმა დაზიანებული, არაკონდიციური 1 კგ ყურძენი 1.00 ლარად ჩააბარეს.

"30 აგვისტოს მდგომარეობით, სულ გადამუშავებულია 1800 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი.

აღსანიშნავია, რომ 23 აგვისტოს კახეთის რეგიონში განვითარებულმა სტიქიამ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ყურძენი დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 120 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის მიმდინარეობის დროს ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის საწარმო,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რთველი 2024-ის ფარგლებში სახელმწიფო კომპანია "მოსავლის მართვის კომპანია" სულ 50 მილიონი ლარის ღირებულების 50,000 ტონა ჭარბი ყურძნის შესყიდვას გეგმავს, კგ-ის ფასი კი 1 ლარით არის განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები