მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობამ მედიკამენტების შესაძენად საკუთარი ჯიბიდან 983 მლნ ლარი დახარჯა

5edb2f4d97e2a
ელენე გოგბერაშვილი
06.06.20 09:55
1493
2017 წელს საქართველოს მოსახლეობამ მედიკამენტების შესაძენად საკუთარი ჯიბიდან 983 მლნ ლარი დახარჯა. ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ კურაციოს „ფარმაცევტული საშუალებების ფასწარმოქმნის მექანიზმები მოსახლეობაში მედიკამენტებზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის დიალოგის შედეგების შეჯამებაშია“ ნათქვამი.

დიალოგის მონაწილეებმა (ფარმაცევტული ასოციაციები, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის წარმომადგენლები) განიხილეს საქართველოს მოსახლეობისათვის ამბულატორიული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა და მისი განმაპირობებელი ფაქტორები. ყველა მონაწილე ეთანხმება მოსაზრებას, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია, რომელიც მთლიანობაში ხელს უშლის ჯანდაცვის სისტემას საყოველთაო ჯანდაცვის მიზნების მიღწევაში. ეს მტკიცება დასტურდება ბოლოდროინდელი სტატისტიკურიინფორმაციითაც.

ევროპის რეგიონში საქართველო ლიდერობს ჯანდაცვის მთლიანდანახარჯებში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებით, რომელთა წილიც 35.7%- ს უტოლდება. ჩვენს ქვეყანაში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების პროცენტული წილი მთლიან შიდა პროდუქტში ორჯერ აჭარბებს ეუთოს ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამბულატორიულ მედიკამენტებზე განსაკუთრებულად მაღალი დანახარჯები უმეტესწილად შინამეურნეობების მიერ ჯიბიდან გადახდილ თანხებზე
მოდის: (2017 წ. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის მიხედვით) მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების 96% - ეს არის ჯიბიდან გადახდილი თანხები, ხოლო სახელმწიფოს წილად ამ ხარჯების მხოლოდ 2% მოდის. მოსახლეობის ორი მესამედი მედიკამენტებს ყიდულობს ჯიბიდან გადახდილი თანხებით, ხოლო თითქმის ერთი მესამედისთვის ეს გადახდები ასოცირებულია კატასტროფულ დანახარჯებთან. 2017 წელს, საქართველოს მოსახლეობამ მედიკამენტებისშესაძენად საკუთარი ჯიბიდან 983 მილიონი ლარი დახარჯა.

განხილვებისას ხაზი გაესვა რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც განაპირობებს მედიკამენტებზე განსაკუთრებულად მაღალ დანახარჯებს საქართველოში. აღინიშნა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ფასების წამყვანი მიზეზი რეგულირების არარსებობაა. საბითუმო და საცალო ვაჭრობის ქსელში მოგების მარჟა აღწევს იმ მაქსიმალურ ნიშნულს, რომლის ატანაც ბაზარს შეუძლია. მონაწილეებმა ასევე მიუთითეს, რომ აფთიაქებში იაფფასიანი გენერიკები შედარებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე ძვირადღირებული ბრენდული პრეპარატები, რასაც დამატებითი წვლილი შეაქვს მედიკამენტებზე გაუმართლებლად მაღალ დანახარჯებში. დიალოგის მსვლელობაში აღინიშნა, რომ შინამეურნეობების 50%-ს არ შეუძლია დანიშნული მედიკამენტების შეძენა მათი სიძვირის გამო.

ხაზი გაესვა იმასაც, რომ ბაზარზე წამლების სიძვირე და ძვირადღირებული მედიკამენტების ფართო გავრცელება არ წარმოადგენს საქართველოს ფარმაცევტული სექტორის ერთადერთ პრობლემას. საყურადღებოა აგრეთვე ისიც, რომ ადგილი აქვს წამლების არაჯეროვან დანიშვნას, რასაც საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯების შენარჩუნებაში. საქართველოს ფარმაცევტული სექტორი ცდილობს მოგების მაქსიმიზაციას ბრწყინვალე სტრატეგიით, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც მედიკამენტების ფასების, ისე მათი მოხმარების გაზრდას. წამლების ჭარბად დანიშვნა არა მხოლოდ ზრდის მედიკამენტებზე გაწეულ ხარჯებს, არამედ ასევე ყოველწლიურად საფრთხეს უქმნის ათასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს.

დიალოგის მონაწილეებმა ისაუბრეს ექიმებსა დაფარმაცევტულ კომპანიებს შორის შეთანხმებული მოქმედებების მაგალითებზეც,რომელიც გავლენას ახდენს მომხმარებელთა მსყიდველობით ჩვევებზე და იწვევს მოსახლეობის მიერ მედიკამენტების მოხმარების ზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები