NDI-ის კვლევაში ასევე საუბარია EU-ს 12 რეკომენდაციაზეც, რომელთა შესრულებაც საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის სჭირდება. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, 33% მიიჩნევს, რომ ეს პირობები არ შესრულდება, ხოლო 35% ირჩევს პასუხს - "არ ვიცი".
ამასთან, მოსახლეობის 71% აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ დასმული პირობების შესრულება არის მნიშვნელოვანი.

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.




























