მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის უმრავლესობას სურს, EU-სთან ქვეყანას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს - NDI

6452237dd9399
გიგა ბენია
03.05.23 13:43
516
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, გამოკითხულთა 54% ევროკავშირს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ EU-თან თანამშრომლობის მსურველთა რაოდენობა, 2022 წლის მარტთან შედარებით 12%-თაა გაზრდილი.

მოსახლეობის 32%-ს მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა აშშ-თან სურს, 14%-ს კი თურქეთთან. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან [NATO] თანამშრომლობა 10%-ს სურს.

ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი განსაკუთრებით თბილისისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია გაზრდილია.

გარდა პოლიტიკური თანამშრომლობისა, გაზრდილია საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მსურველთა რაოდენობაც. მოსახლეობის 52%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს. ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი ყველაზე მაღალია თბილისის მოსახლეობასა და ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაში.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები