მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვი 6-ჯერ მდიდარია რუსეთის სხვა ქალაქებთან შედარებით - ანაბრების საშუალო მაჩვენებელი

5ddd62d15f500
BM.GE
26.11.19 23:34
1778
რუსეთის ბანკებში ერთ მეანაბრეზე დანაზოგის საშუალო მაჩვენებელი 200 ათასი რუბლია, რაც დაახლოებით 3 100 დოლარია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

"ბოლო 12 თვის განმავლობაში ფიზიკური პირების საბანკო დანაზოგები 9%-ით გაიზარდა და 2.4 მლრდ რუბლი შეადგინა. ამ დროისათვის საშუალო მაჩვენებელი ერთ ადამიანზე 200 ათასი რუბლია"- წერს "რია ნოვოსტი".

ქალაქების მიხედვით მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება:

მოსკოვი 822 000 რუბლი (12 800 დოლარი)
სანკტ-პეტერბურგი 420 600 რუბლი (6 500 დოლარი)
მაგადანი 317 900 რუბლი (5 000 დოლარი)
დაღესტანი 22 100 რუბლი (345 დოლარი)
ინგუშეთი 9 100 რუბლი (140 დოლარი)
ჩეჩნეთი 8 500 რუბლი (130 დოლარი)

რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოსკოვში მცხოვრები მდიდარი მოქალაქეების დანაზოგები საერთო სურათს რადიკალურად ცვლიან.

"საშუალო მონაცემი რეგიონების მიხედვით 119 ათასი რუბლია, 40%-ით ნაკლები საშუალოზე. თუ ანგარიშისას მოსკოვის მონაცემს გამოვაკლებთ, საშუალო მონაცემის გაანგარიშებით 142 ათასი რუბლი გამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი 6-ჯერ მდიდარია დანარჩენ რეგიონებთან შედარებით" - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ მასალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები