მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვი პასუხს გასცემს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, ჩამოგვართვან უძრავი ქონება და აქტივები - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის საკუთრებისკენ მიმართული ცალმხრივი იძულებითი ზომები უკანონოა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ არსებულ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს.

„რუსეთის ფედერაციის ქონების ამოღება არამართლზომიერია და არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას“, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, მათივე თქმით, „კოლექტიური დასავლეთის“ ქვეყნები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ რუსული უძრავი ქონებისა და სხვა აქტივების კონფისკაციას გარდაუვალად მოჰყვება ადეკვატური და ეფექტური ზომები.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს და გაყინეს მათ ბანკებში არსებული რუსული აქტივები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები