მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვი სოხუმში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დმიტრი პესკოვი

მოსკოვი მის მიერ ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთის რესპუბლიკაში სიტუაციის ნორმალიზებას".

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მხარს ვუჭერთ, რესპუბლიკაში სიტუაციის ნორმალიზებას", - განაცხადა პესკოვმა.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მეოთხეა დღეა, პროტესტი გრძელდება. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მხარეები გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ. პროტესტანტების ინფორმაციით, ასლან ბჟანია გადადგომას დათანხმდა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა უნდა გახდეს. თავის მხრივ"ოპოზიციამ" მოითხოვა, ე.წ. მთავრობის ყველა წევრი გადადგეს, დე ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი მათი კანდიდატი გახდეს.

როგორც მედია იტყობინება, ე.წ. პარლამენტში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა მონაწილეების ვინაობა უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები