მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვი-თბილისის რეისზე Georgian Airways-მა ფრენის ნებართვა მიიღო

646356c806318
მარიამ ვარადაშვილი
16.05.23 14:13
1137
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაცით, მოსკოვი-თბილისის რეისზე Georgian Airways-ს ფრენების დაწყების ნებართვა მისცეს.

უწყების ცნობითვე, ქართულ ავიაკომპანიაზე ფრენების ნებართვა დღეს გაიცა. 

"თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა",-წერია განცხადებაში.

მანამდე BMG-ი კომპანიის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენების დაწყებას 20 მაისიდან ფიქრობს

რუსეთის მიერ ავიაემბარგოს მოხსნის გადაწყვეტილების შედეგად, ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელების შესაძლებლობა 15 მაისიდან მიეცათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები