რუსული აეროპორტების ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი "დომოდედოვო", რომელიც ბოლო წლებში რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდა, უკვე გაკოტრების წინაშე დგას. კომპანიის ვალი 70 მილიარდ რუბლს ($870 მილიონი დოლარი) სცდება. ამასთან, გასულ წელს კომპანიის შემოსავლები 31 მილიარდი რუბლით ($380 მილიონი დოლარი) დაეცა.
მძიმე ფინანსურ ვითარებას ივნისში, რუსული სასამართლოს მიერ კომპანიის სახელმწიფოსთვის გადაცემის გადაწყვეტილებაც დაემატა, რაც სექტემბერში აღსრულდება, თუ აქციონერი არ გამოჩნდა.
სწორედ ასეთ აქციონერად გამოჩნდა ინდუსტრიის მეორე ლიდერის, "ვნუკოვოს" აეროპორტის მფლობელი, ვიტალი ვანცსევი, რომელმაც "დომოდედოვოს" აეროპორტში ინვესტირების ინიციატივა გააჟღერა. როგორც ის აცხადებს, ისეთ აეროპორტს, როგორიც "დომოდედოვოა", არა სახელმწიფოს ხელში გადასვლა, არამედ სტრატეგიული ინვესტორის ჩართვა ესაჭიროება. ამ მხრივ კი "ვნუკოვო" პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არის.




























