მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, რუსეთში გაკოტრებულად 5 364 კომპანია გამოცხადდა

ბანკროტი

რუსეთის სასამართლოებმა 2026 წლის პირველ ცხრა თვეში გაკოტრებულად 5,364 კომპანია გამოაცხადეს. Fedresurs-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდის საერთო მაჩვენებელში 1,818 საქმე უშუალოდ მესამე კვარტალზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მეორე კვარტალთან შედარებით 4.5%-ით შემცირდა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.5%-ით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სასამართლოებმა გარე მართვისა და ფინანსური აღდგენის მხოლოდ 49 პროცედურა დაიწყეს, რაც სამეთვალყურეო პროცესების გამოკლებით, საქმეთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.9%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები