მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსკოვმა კიევის ლავრაზე დარტყმა უარყო და მომხდარი ამერიკულ Patriot-ის რაკეტებს დააბრალა

პოლონეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევის ისტორიულ პეჩორის ლავრაზე განხორციელებული თავდასხმა ოფიციალურად უარყო. როგორც მოსკოვში აცხადებენ, მათ იერიში უკრაინის დედაქალაქში მდებარე სამხედრო ქარხნებზე მიიტანეს, სამონასტრო კომპლექსის დაზიანება კი რეალურად იმ ამერიკული წარმოების Patriot-ის ტიპის საზენიტო რაკეტებმა გამოიწვიეს, რომლებიც უკრაინულმა მხარებ იერიშების შესაჩერებლად გამოიყენა. კრემლის ოფიციალური განცხადების თანახმად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმები არასოდეს განუხორციელებიათ.

რუსულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაღალი ალბათობით, პეჩორის ლავრის დაზიანება იმ ტექნიკურად გაუმართავი და მოძველებული რაკეტების ბრალია, რომლებიც კიევმა დასავლეთისაგან მიიღო. ზელენსკის უწყებამ ეს ცნობები კატეგორიულად ურყო და მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად რუსულ მხარეს დააკისრა. აღსანიშნავია, რომ იგივე პოზიცია გაიზიარეს დასავლელმა ლიდერებმა.

ცნობისთვის, კიევ-პეჩერის ლავრა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული სამონასტრო კომპლექსია. მის ტერიტორიაზე ხანძარი ორშაბათს ღამით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური საჰაერო დაბომბვის დროს გაჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები