მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვმა სომხეთში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის დაიბარა

სომხეთი რუსეთი

სომხეთში რუსეთის ელჩი ოფიციალურმა მოსკოვმა კონსულტაციებზე დაიბარა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. უწყებას სერგეი კოპირკინის დაბარებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ დაუსახელებია, შესაბამისად, უცნობია ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობა გართულებულია. მთავარი მიზეზი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს უკავშირდება. როგორც სომხეთი აცხადებს, რუსეთმა მათ საჭირო დახმარება არ გაუწია. აღნსანიშნია, რომ ორივე ქვეყანა სამხედრო ალიანსის - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის წევრობა ფაქტობრივად გაყინული იყო.

მაისში კი ერევანმა ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის ქვეყნები ქმნიდნენ იმიტაციას, რომ სომხეთს ეხმარებოდნენ, თუმცა ყარაბაღში ომს ამზადებდნენ. ფაშინიანს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია. ამის პარალელურად კი სომხეთის მთავრობამ დასავლეთის ქვეყნებთან კონტაქტების გააქტიურება დაიწყო.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ამჟამინდელ წევრებს რუსეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი და ყაზახეთი წარმოადგენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები