მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვში ბიზნესმენი იბრაჰიმ სულეიმანოვი დააკავეს

მილიარდერის დაკავება

რუსეთის სამართალდამცავმა უწყებამ ბიზნესმენი იბრაჰიმ სულეიმანოვი დააკავა. ის დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პიროვნებად ითვლებოდა, რადგან მის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურის სიკვდილი უკავშირდებოდა.

ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ Telegram გვერდზე, SHOT-ზე გავრცელდა, მოგვიანებით კი რუსეთის სახელმწიფო მედია არხმა TASS-მა დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, სულეიმანოვი გუშინ გვიან ღამით, მოსკოვში დააკავეს. უახლოეს საათებში კი სასამართლო მის წინასწარ პატიმრობაში დარჩენაზე იმსჯელებს.

რუსეთის საგამოძიებო ორგანოების განცხადებით, სულეიმანოვი 2004 წელს განხორციელებულ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. საუბარია Vnukovo Airlines-ის სავაჭრო გაერთიანების ხელმძღვანელის, გენადი ბორისოვის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაზე. ბორისოვს სხეულზე დანით 25-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. კიდევ ერთი საქმე, რომელიც სულეიმანოვის სახელს უკავშირდება, ეხება რუსეთის ფედერალური სერვისების მაღალჩინოსნის, გეორგი ტალის ჩაცხრილვას. ტალი საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ცნობისთვის, იბრაჰიმ სულეიმანოვი აქამდე საჰაერო ფრენების დაჯავშნის სისტემა Sirena-Travel-ს აკონტროლებდა და ბიზნესმენ პლატონ ლებედევის სიძე. საუბარია კაცზე, რომელიც დაკავებული ოლიგარქის, მიხაილ ხოდორკოვსკის უახლოესი ბიზნესპარტნიორი წლების განმავლობაში იყო. რუსულ თუ საერთაშორისო მედიაში სულეიმანოვის ქონების შესახებ ინფორმაცია მწირია. ის ჩრდილოვან მილიარდერად მოიხსენიება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, სულეიმანოვის სახელზე მოსკოვში მხოლოდ ერთი ერთოთახიანი ბინა ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები