მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვში “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმისთვის 11 ადამიანი დააკავეს - რუსული მედია

მოსკოვი

წუხელ ღამით მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაში მონაწილეობისთვის სადაზვერვო სამსახურმა 11 პირი დააკავა. “ეფესბეს” ინფორმაციით, მათგან ოთხი თავდასხმის უშუალო მონაწილეა - ამის შესახებ რუსული მედიასააგენტო Tass იტყობინება.

“დაზვერვისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შედეგად, დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი ტერორისტი, რომლებმაც პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს “კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტულ თავდასხმაში”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფების იდენტიფიცირებასა და თავდასხმის გარემოებების დასადგენად მუშაობა გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები