რუსეთის საავიაციო მარეგულირებლის ინფორმაციით, მოსკოვში არსებული ოთხივე და ერთი კალუგას აეროპორტი (მოსკოვიდან 160 კმ-ში) დროებით დახურულია და რეისებს არ იღებს - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
"როსავიაციას" აეროპორტების დახურვის მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ, შეფერხების მიუხედავად, აეროპორტების თანამშრომლები, საჰაერო ტრაფიკის მაკონტროლებლები და ყველა სხვა მოქმედი რგოლი ყველა ზომას მიმართავს, რომ ფრენების უსაფრთხოება უზრუნველყონ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Azimut-ის თვითმფრინავმა, ბათუმი-მოსკოვის რეისი არ შეასრულა.