მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვში ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა

კროკუსის დარბაზი

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, კრემლის განცხადებით, 115-მდე გაიზარდა.

მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, რომ თავდასხმის შედეგად, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა ავტომატით ცეცხლი გაუხსნეს კონცერტზე დამსწრე ადამიანებს, დაღუპულთა რაოდენობა, მინიმუმ, 115-ს აღწევს. მათი ნაწილი დარბაზში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა, რისთვისაც ტერორისტებმა აალებადი სითხე გამოიყენეს.

გასულ ღამეს მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა 11 ადამიანი, მათ შორის, საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე დააკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები