მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს - tass.ru

6496212dddffd
თელარა გელანტია
24.06.23 02:47
1402
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.

როგორც tass.ru წერს, გაძლიერებული დაცვის ქვეშაა აყვანილი ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო შენობა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

გამოცემა, ასევე, წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “ომონ”-ისა და “სობრ”-ის ქვედანაყოფები განგაშის რეჟიმში არიან მოყვანილი.

რუსული ადგილობრივი მედია ასევე წერს, რომ „ვაგნერის” ჯგუფის ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

ცნობისთვის: გუშინ, 23 ივნისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა აუდიომიმართვა გაავრცელა, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა. „ჩვენ 25 ათასნი ვართ და მოვდივართ, რათა გავარკვიოთ, რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“, - აცხადებდა პრიგოჟინი აუდიოჩანაწერში. მისივე თქმით, “ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია“.

თავის მხრივ, „ეფესბემ“„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინზე, სამხედრო გადატრიალებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები