მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 33 მლნ ლარი დაჯდება

5f70f21171784
ანუკა ჯოხაძე
28.09.20 09:00
965
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია ნოემბრამდე დაიწყება. ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა ალექსანდრე ტოგონიძემ განუცხადა. როგორც ტოგონიძე ამბობს, საწყისი ბიუჯეტი 33 მილიონი ლარია. მისი განმარტებით, პროექტის განხორციელებას 3 წელი დასჭირდება, თუმცა ამ დროის განმავლობაში სასწავლო დაწესებულება პარალელურად ფუნქციონირებას გააგრძელებს.

“უკვე ჩვენ მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ, ფიზიკურ სამუშაოებზე უკვე ხელშეკრულებაც გაფორმებული გვაქვს კონკრეტულ კომპანიასთან და უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს ადგილის მოკვლევა. საწყისი ბიუჯეტი 33 მილიონი ლარია, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით ეს თანხა დაჯდება თუ არა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფარული საკითხი არის, სანამ არ მოშიშვლდება და შიგნიდან დაფარული ნალესობები არ ჩამოიხსნება. თვითონ პროექტის ხანგრძლივობა მისი მასშტაბიდან გამომდინარე 3 წელია. პარალელეურად უსაფრთხოების ნორმების დაცვით გვინდა რომ სასახლემ განაგრძოს ფუნქციონირება.”-აცხადებს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები