მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნა იკლებს, ღონისძიებები უქმდება" - როგორ აისახება აქციები სასტუმრო სექტორზე

აქცია

ბოლო 1 თვის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე აქციებმა "არა რუსულ კანონს" სასტუმროებზე მოთხოვნა შეამცირა, თუმცა არსებული ჯავშნები და რეზერვაცია ნაკლებად უქმდება - ამის შესახებ bm.ge-ის Wyndham Gm-ის წარმომადგენლებმა უთხრა.

"მოთხოვნა უკვე ძალიან ნაკლებია. ჩვენს დამკვეთებს როცა ვეკითხებით, გვეუბნებიან, რომ ახალი ჯავშნები არ არის. რაც შეეხება არსებულ ჯავშნებს, ნაკლებად გვაქვს გაუქმება ოთახების ნაწილში. ძირითადად ადგილობრივი ღონისძიებები გაუქმდა. ჯგუფი და რეზერვაციები ჯერჯერობით არ გაუქმებულა, რაც ჩემთვის ძალიან პოზიტიურია.

როცა კომპანიებში ვრეკავთ და ვეკითხებით ვერაფერს ამბობენ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა Wyndham Gm-ის წარმომადგენელმა, მედეა კობახიძემ.

The Biltmore Tbilisi Hotel-ის გაყიდვების ხელმძღვანელი მარიამ ქუთათელაძეც bm.ge-სთან ამბობს, რომ მხოლოდ ღონისძიებების ჯავშნები გაუქმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები