მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნა მიწოდებას ვერ ეწევა, თბილისში 5000-ზე მეტი განთავსების ობიექტია"- თბილისში სასტუმროს ფასები შემცირდა

 მაია მახათაძე
BM. GE
18.08.23 00:00
91

საქართველოში 2023 წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროში განთავსების ღირებულება გაიაფდა.

ამის შესახებ pmc კვლევითი ცენტრის კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, წელს გასული წლის ივლისთან შედარებით სასტუმროების ფასების ინდექსი ჯამში 8.6%-ით შემცირდა, თუმცა თუ უფრო დეტალურად ჩავშლით 3,4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.2%-ით, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასები 10.4%-ით შემცირდა. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ფასების კლება ყველაზე თვალსაჩინო დედაქალაქშია.

დედაქალაქში სასტუმროს ღირებულების შემცირებას სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ჭარბი მიწოდებით ხსნის. სასტუმრო "ადამოს" მენეჯერი ამბობს, რომ თბილისში პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით მომრავლდა განთავსების ობიექტების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ის რომ მოთხოვნა მიწოდებას ვეღარ ეწევა, შესაბამისად ბაზარზე ფასებში გამოხატული აგრესიული კონკურენციაა.

მაია მახათაძე გვიხსნის, რომ დედაქალაქს რეგიონებისგან განსხვავებით სეზონზე დამსვენებლები აკლია, რადგან თბილისი საქართველოს რეგუონებისგან განსხვავებით მხოლოდ საერთაშორისო ვიზიტორებზეა დამოკიდებული.

“თბილისის მასშტაბით საკმაოდ ინტენსიურად გაგრძელდა სასტუმროების მშენებლობის და გახსნის პროცესი. ის რაც იყო შეჩერებული პანდემიის დროს, მისი დასრულების შემდეგ მასიურად გაგრძელდა. თბილისის ბაზარი, რომ მოერიოს ფასების მატებას ამას სჭირდება მოთხოვნის საგრძნობი გაზრდა. უკვე რაოდენობრივად იმდენი განთავსების ადგილია, რომ მოთხოვნა ვერ ეწევა. BOOKING.COM -ის მონაცემები რომ ნახოთ, მხოლოდ თბილისში განთავსების ობიექტების რაოდენობა გასცდა 5000-ს. ეს რომ კიდევ გადავამრავლოთ საწოლფონდზე ყოველღიურად ისეთ რაოდენობას ვიღებთ, რომ მოთხოვნა ვერ ეწევა. სასტუმროები გადავიდნენ არაჯანსაღ კონკურენციაზე, რაც იწვევს ფასების კლებას. საბითუმო ფასებზე არიან გადასულები, ამ ტერმინს ჩვენ ტურიზმში არ ვიყენებთ, მაგრამ უფრო გასაგები რომ იყოს რაზე ვსაუბრობ. საბითუმო ფასებზე გადავედით ტურიზმში. რეგიოენზე იგივეს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ რეგიონებს საერთაშორისო ვიზიტორებთან ერთად აცოცხლებს შიდა ტურიზმი, რასაც ვერ ვიტყვით თბილისზე.”-ამბობს სასტუმრო “ადამოს” მენეჯერი მაია მახათაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები