ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი საქართველოსგან. ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა გვქონოდა წყალგამყოფი მიჯნა რუსეთთან - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთმა განაცხადა.
"მე, არ ვარ იმ ხასიათზე, რომ თქვენ გასწავლოთ ჭკუა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თქვენგან, რადგან ჩვენ გვაქვს ბევრი შეცდომა. ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა გვქონოდა წყალგამყოფი რუსეთთან. მე, უკვე გაკვეთილი შესწავლილი მაქვს, რაც ძალიან მტკივნეული იყო.
მოუსმინეთ თქვენს შვილებს, ეს არის უმარტივესი გზა და შემდეგ მიეცით ხმა, როგორც გსურთ", - განაცხადა მიხაილ როთმა პრესკონფერენციაზე.
"ქართული ოცნების" უმრავლესობამ "რუსული კანონი" დღეს, მესამე მოსმენით მიიღო.