მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ პარლამენტს, უარი თქვას ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული კანონის მიღებაზე - თსუ-ს სტუდენტები

სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები და კურსდამთავრებულები ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, უარი თქვას ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული კანონის მიღებაზე.

BMG განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია ორგანიზაციებისუცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციადრეგისტრაციას, თუ ისინი დაფინანსების ნაწილსუცხოური ძალისგანიღებენ.

  • გვესმის, დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისუფალი და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში;
  • ვაღიარებთ, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან განუზომელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში;
  • ვიზიარებთ, საერთაშორისო საზოგადოების, ასევე, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მწვავე გამოხმაურებას ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით;
  • გვაშფოთებს, მსგავსი კანონების სხვა ქვეყნებში სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების, საბოლოოდ კი მთლიანი საზოგადოების, ჯანსაღი გამოხატვის შეზღუდვისთვის გამოყენების ნაცადი პრაქტიკა;

მიგვაჩნია, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, მის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ, ეროვნულ და ურყევ, ევროპულ არჩევანს. დაუშვებელია გამჭვირვალობის, როგორც თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვის ინსტრუმენტად გამოყენება.

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები, ასევე, კურსდამთავრებულები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და ერთადერთ არჩევნად ევრო-ატლანტიკური სივრცე მიგვაჩნია, შევახსენებთ საქართველოს პარლამენტს, ევროკომისიის ცხრა ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისას მიეცა ქვეყანას შესასრულებლად:

  • პირველი რეკომენდაცია: ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;
  • მეცხრე რეკომენდაცია: […] სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას, ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონის მიღებაზე და ნაცვლად მოქალაქეების სახელმწიფოსგან დაშორებისა, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას მართვაში",- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები