მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ პროკურატურას - მიმართოს სასამართლოს ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით - არასამთავრობოები

ngo

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასული კვირების განმავლობაში სისხლის სამართლის წესით აქციის 30-ზე მეტი მონაწილეა დაპატიმრებულია, რომელთა ასაკი 19 წლიდან იწყება.

მათივე თქმით, აქციის მონაწილე ყველა პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. ხოლო 2 პირი, ალეკო ელისაშვილი და ერთი არასრულწლოვანი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

ამის პარალელურად არ არის დაკავებული არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილისა და ჟურნალისტების მიმართ განახორციელეს ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ და სასამართლომ არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქუჩაში აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, დაპატიმრების დროს და შემდგომ პერიოდში არსებული დარღვევების გამო ითხოვენ:

არსებული პრაქტიკა ცალსახად ცხადყოფს, რომ სასამართლო ახორციელებს არა სამართლიან და ობიექტურ, არამედ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. ვინაიდან პატიმრობაში მყოფი არაერთი ბრალდებული პოლიციის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე (წამება, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა) და ზეწოლაზე საუბრობს; ვინაიდან პატიმრობაში მყოფ არაერთ ბრალდებულზე მიმდინარეობს ზეწოლა, მისცენ გამოძიებას ყალბი ჩვენება; ვინაიდან დაპატიმრებულების მიმართ ჩხრეკა და ამოღება საპროცესო გარანტიების დარღვევით ჩატარდა; ვინაიდან სასამართლო არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და იგი მთლიანად ემორჩილება პროკურატურის დღის წესრიგს: მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას - მიმართოს სასამართლოს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.

შედეგები წარმოადგინეს, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“, სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები