ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას ძირგამომთხრელი ზომების შეჩერებისკენ და უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
"ჩვენ მოწმენი ვხდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს კიდევ უფრო შორდება.
ისინი ევროკავშირის არც ერთი კანდიდატი ქვეყნის მოლოდინს არ ამართლებენ.
მოვუწოდებთ მათ შეაჩერონ ძირგამომთხრელი ზომები და მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსიმ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საერთო განცხადებით გამოეხმაურნენ. EU-ს წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ადმინისტრაციულ დანაშაულთა და სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონში მიღებული ცვლილებების გაუქმებისკენ მოუწოდეს.