იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მას შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით უკუსვლას განაგრძობს, კომისია საქართველოს მხოლოდ სახელწოდებით კანდიდატ ქვეყნად მიიჩნევს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
"საქართველოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, დემოკრატიის სერიოზული უკუსვლით. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს თავისი კურსი, რათა უპასუხოს მოქალაქეების მოთხოვნას ევროპული მომავლის შესახებ.
საქართველოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, დემოკრატიის სერიოზული უკუსვლით. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს თავისი კურსი, რათა უპასუხოს მოქალაქეების მოთხოვნას ევროპული მომავლის შესახებ.
გასული წლის ევროპის საბჭოს დასკვნების შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ფაქტობრივად გამოიწვია გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მას შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით უკუსვლას განაგრძობს, კომისია საქართველოს მხოლოდ სახელწოდებით კანდიდატ ქვეყნად მიიჩნევს", - განაცხადა მართა კოსმა.




























