მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროპული მისწრაფებებთან თანხვედრაში, – ამის შესახებ ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
შვეიცარიაში უკრაინაში მშვიდობის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
„ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს ევროპულო მომავლისადმი თქვენი ერთგულების გამო. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან თანხვედრაში“,- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.