მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ ცესკოს, დამოუკიდებლად გამოიძიოს საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები - შარლ მიშელი

შარლ მიშელი

შარლ მიშელი ცესკოს და შესაბამის უწყებებს არჩევნების პროცესში დარღვევების შესახებ ცნობებზე გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მე ვაპირებ, საქართველო ბუდაპეშტში არაფორმალური ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შევიტანო.

ჩვენ, ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის) წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, რომ სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გადაწყვიტონ საარჩევნო დარღვევები და, მაშასადამე, ბრალდებები.

ეს სავარაუდო დარღვევები აუცილებლად უნდა იყოს სერიოზულად გარკვეული და აღმოფხვრილი. ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს მმართველობის მიმართ, რომ აჩვენონ მტკიცე ერთგულება ქვეყნის ევროკავშირის გზის მიმართ, ასევე ივნისსა და ოქტომბერში ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად.

კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის გასწვრივ ახლა უმნიშვნელოვანესია.

ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს მომდევნო ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებით", - წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარლამენტში შესულმა ყველა პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა. მაშინ, მედიატორის როლი ჯერ შარლ მიშელმა იკისრა, შემდეგ კი, მოლაპარაკებებს ევროპელი დიპლომატი, კრისტიან დენიელსონი აწარმოებდა. 2021 წლის გაზაფხულზე ევროკავშირისა და აშშ-ს ძალისხმევით, საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გაფორმდა შეთანხმება სახელწოდებით „მომავლის გზა საქართველოსთვის“, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების სახელით არის ცნობილი. სწორედ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ შევიდნენ პარტიები პარლამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები