მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებ დეპუტატებს, NATO-ს ქვეყნებისადმი ერთობლივი მიმართვა გავაკეთოთ - თეონა აქუბარდია

64884851eb545
BM.GE
13.06.23 14:44
524
„მოვუწოდებ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, რომ ახლა, როდესაც ვილნიუსში უნდა გაიმართოს ნატოს სამიტი, ერთობლივი მიმართვა გავაკეთოთ და მივმართოთ ნატოს წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს ნატოში წევრობის სურვილთან ერთად დაფიქსირდეს თხოვნა საქართველოს მხარდაჭერის, რამდენადაც ეს არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ქოლგა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

მან მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, უნდა შევიმუშაოთ პოზიცია და თუ ეს იქნება ერთიანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის გაცხადებული ეროვნული ინტერესი და ეროვნული ინტერესებში რომ ერთობა გვმართებს ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. ამავდროულად, მინდა საგარეო საქმეთა მინისტრს მოვუწოდო გააკეთოს განცხადება ნატო-ს სამიტის წინ, რა პოზიციები და რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს და საერთოდ, რას აკეთებს საგარეო უწყება საქართველოს ნატოში წინსვლისთვის“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები