მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდები 8 მლნ ევროთი დაეხმარება საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის კიდევ ორ ქვეყანას

64ae67e244f49
მარიამ ვარადაშვილი
12.07.23 12:46
572
ნიდერლანდები 8 მილიონ ევროს შეიტანს NATO-ს ფონდში საქართველოს, მოლდოვის და ბოსნია და ჰერცეგოვინის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოკკე ჰოქსტერმა განაცხადა.

“ამ არასტაბილური ვითარების დროს მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან აღმოსავლეთ ევროპაში”, - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ რუსეთის მცდელობა გაზრდილია ამ სამი ქვეყნის საშინაო საქმეების ჩარევის კუთხით.

მისივე ინფორმაციით, NATO-ს ფონდში შეტანილი 8 მილიონი ევრო დაიხარჯება უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემების განვითარებაში, კიბერუსაფრთხოების განმტკიცებისთვის და იარაღის საწყობების დაცვაში.

შეგახსენებთ, ვილნიუსში NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს იმართება, საქართველოდან მასში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები