მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებ უმრავლესობას, შეწყვიტოს პრეზიდენტის დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა და გადავიდეთ დიალოგზე - მსხილაძე

6499976c33edf
მარიამ ვარადაშვილი
26.06.23 16:00
301
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე მმართველ პარტიას მოუწოდებს შეცვალოს მიდგომა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას მმართველი გუნდი აღვივებს.

“ყველა აკვირდებოდით კომიტეტის სხდომას, სადაც კანდიდატებთან და მათ პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ იყო. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, რომ ჩააგდონ კანდიდატები. არ ვიცი, ასეთი მიდგომა სადამდე მიგვიყვანს და სიმართლე გითხრათ, პოლარიზაციის გაღრმავებას ზუსტად ასეთი დამოკიდებულება უწყობს ხელს. ამიტომ, მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეცვალოს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, შეწყვიტოს მისი დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა და გადავიდეთ დიალოგზე. ეს დაპირისპირება ავნებს არამარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს, შეიძლება ქვეყნისთვის იყოს სავალალო. აქედან გამომდინარე, პოლარიზაციას აღვივებს ზუსტად უმრავლესობის ლიდერის განცხადებები და მოვიწოდებ, თავი შეიკავოს ასეთი განცხადებებისგან.

ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომლის უმაღლესი კანონი არის კონსტიტუცია. კონსტიტუცია არ აწესებს წინასწარი კონსულტაციების რეჟიმს. პრეზიდენტი შეარჩევს კანდიდატებს და წარუდგენს თავად. პარლამენტს თუ რაიმე კითხვა აქვს პროფესიული კუთხით, უნდა შეაფასონ, მხარი დაუჭირონ ან არ დაუჭირონ. განცხადება, რომ პროფესიონალიზმთან და მათი დამოუკიდებლობის ხარისხთან არანაირი კითხვები არ აქვთ და უბრალოდ, ეს პოლიტიკური განაცხადია, რომ არ დაუჭირონ მხარი პრეზიდენტის კანდიდატურებს, პოლარიზაციის გაღრმავებაა, რაც ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ამის შემდეგ პრეზიდენტი ალბათ მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როდის წარუდგენს პარლამენტს ახალ კანდიდატებს. რაც შეეხება კონსულტაციებს, ზოგადად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება უმრავლესობის პრეზიდენტისადმი, პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, რადგან ქვეყანა დგას გზაგასაყარზე, მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენთვის. შუალედურ ანგარიშში გვითხრეს, რომ ფანჯარა ღიაა, რამდენიმე თვეა დარჩენილი, მოგვიწოდეს ყველა საკითხზე იყოს ფართო ჩართულობა, კონსულტაციები, ინკლუზიური პროცესი. ეს შეეხება ცესკოს, ეროვნულ ბანკს და ა.შ. რამდენიმე თვეა დარჩენილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უმრავლესობას, შეწყვიტოს ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ეს არამარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს ავნებს, ამან შეიძლება ქვეყანას მოუტანოს დიდი საფრთხე”,-ამბობს ის.

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სალოზე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი გიორგი ბაქრაძის და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.